image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

გზა სტიგმიდან ტრენდამდე

...წლების წინ თბილისში სამუშაოდ რომ გადმოვინაცვლე, უცნაური გარემო დამხვდა - ჩემთვის უცნაური, რადგან ჯანსაღ კვებაზე აქ არავინ საუბრობდა. ნუტრიციოლოგთან რეგულარულ ვიზიტებზე და სწორი კვების რეჟიმის დაცვაზე ხომ აღარაფერს ვამბობ... 

მეტსაც გეტყვით, საქართველოში ჩემი პირველი პაციენტების უმეტესობა საგულდაგულოდ მალავდა, რომ დიეტოლოგთან დადიოდა. მაფრთხილებდნენ კონფიდენციალობა დამეცვა, რომ ხმა მათ მეუღლეებამდე, ნაცნობ-მეგობრებამდე არ მისულიყო. არ მესმოდა, რატომ იყო ხალხში ასეთი ძლიერი სტიგმა...

დარწმუნებული ვარ, დღეს ამის მოსმენა გაგაკვირვებთ; იქნებ, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ. - ჰო, საბედნიეროდ, შეხედულებები ჩვენს პატარა, ამავე დროს ხალხმრავალ და კონსერვატიულ ქალაქში ასე დრამატულად და სწორი მიმართულებით შეიცვალა. ახლა უკვე დიეტოლოგთან ვიზიტი და ჯანსაღად კვება კარგი ტონია.


...ეს ამბები დღეს ჩემს ტელეფონზე უცნობი ქალბატონის ზარმა გამახსენა. - გაცხარებით მსაყვედურობდა, 6 თვეა ვცდილობ, მაგრამ თქვენთან ჩაწერას ვერ ვახერხებო. 

ვფიქრობ, ცოტას აჭარბებდა, რადგან 6 თვე მეტისმეტია. 

თუმცა დღეს პოტენციურ პაციენტებთან, იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც ჩემს დახმარებას ითხოვენ, ხშირად ვერ მიხერხდება. გულწრფელად მაწუხებს უპასუხოდ დარჩენილი თითოეული შეკითხვა, რომელსაც სოციალური ქსელით ვიღებ; ანდა რეაგირების გარეშე დატოვებული კომენტარები. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა ბლოგი, სადაც თავს მოვუყრიდი სათქმელს, გაგიზიარებდით ჩემს გამოცდილებას, რჩევებს და თუნდაც ძალიან პირად და სუბიექტურ მოსაზრებებს ჯანსაღ კვებაზე, როგორც ცხოვრების წესზე, როგორც მთელ ფილოსოფიაზე...

ექიმისთვის ზოგადი რჩევების მიცემა რისკია (მით უმეტეს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით). რადგან ადამიანები ცალკეული ინდივიდები ვართ, პრობლემის დასაძლევად თითოეულს განსხვავებული მიდგომა გვჭირდება.

მაგალითად, ზოგიერთის ორგანიზმისთვის კენკრა სასარგებლოა, ვიღაც კი ხილის ამ სახეობის მიმართ ალერგიულია. ამ შემთხვევაში ცხადია, რჩევა კენკრის მიღებასთან დაკავშირებით, ვერ იმუშავებს. ამიტომ გთხოვთ, თითოეული ის ინფორმაცია, რომელსაც ბლოგიდან მიიღებთ, ინდივიდუალურ ჭრილში განიხილეთ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.  
  
მაშ ასე, დღეიდან ეს ჩემი მისამართი და ჩვენი კომუნიკაციის უმოკლესი გზაა.

იმედია, აქ იპოვნით პასუხებს თქვენს შეკითხვებზე.



გაზიარება:

CONVERSATION

7 comments:

  1. Ras mirchevt roca dge vardeba,chiri? Qishmishi? Zveni? Madlobt

    ReplyDelete
  2. ძალიან მაგარია! დიდი მადლიბა ნატა და სიამოვნებით ველი შენი ბლოგის თითოეულ სტატიას თუ კომენტარს :) წარმატებები!

    ReplyDelete
  3. ძალიან მაგარია! დიდი მადლიბა ნატა და სიამოვნებით ველი შენი ბლოგის თითოეულ სტატიას თუ კომენტარს :) წარმატებები!

    ReplyDelete
  4. მშვენიერია! ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატიებს ნატ. წარმატებები!:*

    ReplyDelete
  5. მშვენიერია! ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატიებს ნატ. წარმატებები!:*

    ReplyDelete
  6. ძალიან კარგი სტატიაა. თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ 6 თვე გადაჭარბება არ არის. შარშან თებერვლიდან 3-ჯერ ვეცადე ჩაწერა, ორჯერ ჩავეწერე კიდევ, მაგრამ აღარ დამირეკეს საბოლოო დასტურით. კარგი იქნება თუ ამ საკითხს მოაგვარებთ და ასისტენტის კეთილგანწობასაც გაზრდით. ჯერ ისევ ვერ ჩავეწერე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ძვირფასო ნათია, გულწრფელად ვწუხვარ თუ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეთ ჩაწერა. მცირე ტექნიკური შეფერხება იყო კომუნიკაციასთან დაკავშირებით და ალბათ, ამან გამოიწვია გაუგებრობა. ჩემთან დასაკავშირებელი ნომერი მთელი დღის განმავლობაში ჩართულია და შეგიძლიათ ხვალ დილიდანვე დამირეკოთ. იმედია, შევხვდებით:)

      Delete