image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს. - შეიყვარე ის!




...ჩემი ბავშვობა საბჭოთა კავშირში იყო. მაშინ მრავალფეროვანი ინგრედიენტები არ იშოვებოდა. ამიტომაც ყველა ოჯახში ერთფეროვანი სუფრები იშლებოდა ხოლმე. 

სალათი „ოლივიე“ სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ატრიბუტი იყო, რომელშიც მოგეხსენებათ, მაიონეზი მთავარი ინგრედიენტია. ეს სალათი ჩვენს სამზარეულოში აქტიურად შემოიჭრა და ძალიან მოთხოვნადი კერძი გახდა. მახსოვს, ბავშვები ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ ამ სალათს მივირთმევდით....


ლბათ, გიკვირთ, რამ გამახსენა ბავშვობა, საბჭოთა კავშირი და ცნობილი „ოლივიე“:) - რამ და მაიონეზმა. - საკმაოდ პოპულარულმა პროდუქტმა საქართველოში.

ბევრისგან მსმენია, რომ მაიონეზი ძალიან უყვარს და მიუხედავად იმისა, რომ იცის, არ არის ჯანსაღი პროდუქტი, მაინც ვერ ელევა.

ასეთ დროს ყველაზე მარტივი, რაც შემიძლია ვურჩიო, არის ის, რომ მზა სახით მაინც ნუ იყიდის და ის სახლში, თავად მოამზადოს. კალორიული იქნება, მაგრამ ახალი და ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული.


თუმცა უფრო მართებული და სასარგებლო იქნება, მოიქცეს სწორედ ისე, როგორც მე წლების წინ. - უბრალოდ, ამ საკვების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.

საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი ხნის წინ მაიონეზი ჩემი საყვარელი პროდუქტიც იყო. 

შემდეგ, როდესაც ნუტრიციოლოგიით დავინტერესდი, მივხვდი, რომ მისი ადგილი ჯანსაღი კვების რაციონში არ არის. 

არ იფიქროთ, რომ მისი მიღება ჩემს თავს ავუკრძალე. - არა. ჯანსაღი კვების, დიეტის დროს პირადად მე ყოველგვარი აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. 

უბრალოდ, ჩემი დამოკიდებულება მაიონეზის მიმართ ნელნელა შეიცვალა. დღეს კი ჩემი რეცეპტორები მის გემოს სხვაგვარად აღიქვამს. ამიტომ აღარ მინდა და აღარ მსიამოვნებს მისი მიღება. 
ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი სულაც არ არის გემრიელი და ის ცოცხალ ბოსტნეულს გემოს ნამდვილად უკარგავს.    

ამით იცით რისი თქმა მსურს? - არ უნდა ებრძოლო საკუთარ სხეულს, საკუთარ ბუნებას. უბრალოდ, უნდა მონახო სწორი გზა და დამოკიდებულება; შემდეგ კი შენი ორგანიზმი, შენი სხეული თავად გიკარნახებს, რა არის შენთვის სასურველი და რა - არა. 

დამიჯერეთ, როგორც კი რწმუნდები, რომ რაღაც მავნეა, რაღაც შენს სილამაზესა და ჯანმრთელობას ემუქრება, ის უკვე მიმზიდველობასაც კარგავს. თითქოს რეცეპტორებიც გემორჩილება.

- არ გჯერათ? - მე ვარ ცოცხალი მაგალითი. უკვე 15 წელია, მაიონეზის გემოც კი არ გამისინჯავს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ, არ მინდა.


P.S. აი, რატომ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მომზადება წონის კლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი პირობაა. 

გაზიარება:

CONVERSATION

1 comments:

  1. საბჭოთა კავშირის დროს ბევრად ჯანსაღი საკვები იყო, და ძალიან მიკვირს რატომ იხსენიებთ უარყოფითად :)

    ReplyDelete