image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ქათმის კატლეტი ქინოათი და ვაშლის წვენით

განვაგრძობ ჩემს ლაბორატორიაში შექმნილი რეცეპტების გაზიარებას.
ამჯერად მსურს გაგაცნოთ ჯანსაღი და გემრიელი კერძი, რომელიც უმჯობესია,  სადილზე მიირთვათ.
ამ კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტიც ქინოა გახლავთ  - სასარგებლო, გემრიელი და ჩვენს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი პროდუქტი.
 

ქათმის კატლეტი ქინოათი და ვაშლის წვენით


საჭირო ინგრედიენტები:
ქათმის ნედლი ფილე - 200 გრ
მწვანე ხახვი - 20 გრ
ქინოა - 2 ს/კ (მოხარშული)
ვაშლის წვენი - 2 ს/კ
ჰიმალაის მარილი - ½ ჩ/კ
ლიმონი-1 ცალი
1 კვერცხის ცილა

მომზადების წესი:
ქათმის ფილე 10-15 წუთის განმავლობაში ლიმონის წვენში გააჩერეთ. შემდეგ მწვანე ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ქინოა 12-15 წუთის განმავლობაში ხარშეთ მარილიან წყალში.
ფარშს დაუმატეთ მოხარშული ქინოა, ვაშლის წვენი და კვერცხის ცილა,  მოაყარეთ ჰიმალაის მარილი. კარგად დაამუშავეთ და მოამზადეთ ორი გუნდა.

გამოაცხვეთ 180 გრ. c -ზე გახურებულ ჰაერღუმელში.

გაზიარება:

CONVERSATION

2 comments:

  1. მე ვხმარობ ქინოას რამდენიმე სახეობას.. ასევე ჰიმალაის მარილს. მიხარია რომ ქ-ნი ნატას რეცეპტებში ეს სასარგებლო ინგრიდენტები ვნახე.

    ReplyDelete
    Replies
    1. სად ყიდულობთ ქინოას?

      Delete