image2 image1 image3 image4 image5 image5

ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე|ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით|ნუ ებრძვი საკუთარ სხეულს, - შეიყვარე ის!|რომ მიაღწიო, უნდა დაიჯერო

ქინოა ნუშითა და ყველი ფეტათი

გემრიელი და სასარგებლო ვახშამი ჩემი ლაბორატორიიდან

ჩემს მკითხველებს უკვე გაქვთ სამი სასარგებლო და გემრიელი კერძი ქინოასთან ერთად საუზმისთვის, სადილისა და ვახშმისთვის.
შემდეგ ჯერზე მთავარ ინგრედიენტად სხვა  პროდუქტს გამოვიყენებ.

მანამდე კი სცადეთ, მოამზადოთ ვახშმად:


ქინოა ნუშითა და ყველი ფეტათი



საჭირო ინგრედიენტები:
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
დაფქვილი ქინძი - ½ ჩ/კ
კურკუმა - ½ ჩ/კ
ქინოა - 7 ს/კ
მოხალული ნუში - 1 ს/კ
ყველი ფეტა - 60 გრ
ოხრახუში - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
ჰიმალაის მარილი - ½ ჩ/კ

მომზადების წესი:
ზეითუნის ზეთი გააცხელეთ ქვაბში; მოაყარეთ დაფქვილი ქინძი და კურკუმა. გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ქინოა და ცეცხლზე კიდევ 1 წუთი გააჩერეთ.
შემდეგ დაამატეთ 600 გრ მდუღარე წყალი და 15 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ.
დაამატეთ დაჭრილი ფეტა, დაკეპილი ოხრახუში, დაჭრილი ნუში, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ ჰიმალაის მარილი.



გაზიარება:

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment